საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

კერძოდ, კომისიის წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისი N 36 99 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე  დეპუტატებმა იმსჯელეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანები“-ს წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე.

ასევე, განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.