საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც  კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მამაგეიშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ.

აღნიშნული საკითხი დეპუტატებს მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ხელაძემ წარუდგინა. მანვე კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ.

ასევე, კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა  2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.