ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე:

1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 ბიუჯეტის ექვსი თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის  შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019  წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ.

4. ა(ა)იპ  ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე. 

5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016–2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №36 99 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანები“-ს წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის  სამსახურის მიერ 2018  წელს გაწეული მუშაობის  შესახებ.

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარე 1039 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკ.კოდი №29.04.36.063) სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 10 (ათი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

9. ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის (საკ.კოდი №29.08.34.091) ტერიტორიაზე განთავსებული №6 აბაზანის მიმდებარედ არსებული 4375.0 კვ.მ. არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 5 (ხუთი) წლის ვადით, მოვლა-პატრონობის მიზნით, იჯარის უფლებით, გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

10. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის  №36  7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

11. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის  №36  8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-ს  მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

13. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“-ს  მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივლისის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. 

აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყრიან კენჭს.