რეტრო ფესტივალი წყალტუბოში

რეტრო ფესტივალი წყალტუბოში

    საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ იმერეთის ფესტივალი „რეტრო 2019“ ჩატარდა. კონცერტზე გასული საუკუნის 70-80 წლების ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ჰანგები აჟღერდა. რეტრო ფესტივალი, რომელიც წყალტუბოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა უკვე ტრადიციად იქცა და იმერეთის მუნიციპალიტეტის მომღერლები იღებენ მონაწილოებას. 
   წელს მასპინძელი ქალაქის ვაჟთა ტრიო "წყალტუბოს" გარდა, „რეტრო 2019 -ში“ ჭიათურის ვაჟთა კვარტეტი, ბაღდათის ვაჟთა ტრიო „იმერეთი“, თერჯოლის ქალთა გუნდი „იამე“, ზესტაფონის ქალთა გუნდი „ჰარმონია“, ხონისა და სამტრედიის ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდენ მონაწილეობას. 
   ფესტივალს ესწრებოდნენ ვიცე მერი ალექსანდრე დადუნაშვილი და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მმართველი რევაზ მესხი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. 
     წყალტუბოს ვიცე მერმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მონაწილეობისთვის და ააიპ.-ის ხელმძღვანელთან ერთად კონცერტის ყველა მონაწილე ლაურეატის წოდებით და სიგელებით დააჯილდოვა. „მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მხადაჭერისთვის და „ რეტრო 2019“-ს მუდმივ სპონსორებს: „ შპს. ჰერბიას“, შპს. „რომას“, შპს. „ ჩვენი ქალაქს“, სასტუმრო „პრომეთეს“, ბიზნესმენ ავთანდილ ჩაკვეტაძეს. გპირდებით, რომ იმერეთის ფესტივალი „რეტრო 2019“ მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს“ - აღნიშნა კულტურის განვითარების ცენტრის“ მმართველმა რევაზ მესხმა.