აზიური ფაროსანას საწინაააღმდეგო ღონისძიებები წყალტუბოში

აზიური ფაროსანას საწინაააღმდეგო ღონისძიებები წყალტუბოში

     67753424_1350792745077854_381986681839943680_oწყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. სოფელ: გვიშტიბში, გუმბრაში, დღნორისაში, მექვენაში, მუხიანში,  ოფურჩხეთში, რიონში, ცხუნკურში და წყალტუბოში, საკარმიდამო ფართობები, თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეიწამლა. 
   ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე ფერომონების განთავსება მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომელთა რაოდენობა აგვისტოს დასაწყისში გაორმაგდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცივი შესხურების მეთოდით, სიმინდის მასივების დამუშავება აქტიურად ხორციელდება.
   28 ივლისს წამლობით ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მონიტორინგის ჯგუფის წევრები გაეცნენ და მიმდინარე ღონისძიებები დეტალურად განიხილეს.
    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გარდამტეხ ფაზაშია და ღონისძიებებში, ადგილობრივი მოსახლეობის და ფერმერების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
    ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა, რაც დადებითად აისახა მოსავლის ხარისხზე.
ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომობით იგეგმება.
ღონისძიებების დაწყების შესახებ, მოსახლეობას შეტყობინება გზავნილების სახით, 24 საათით ადრე ეგზავნებათ.
  ამ დროის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 73 500 ჰა ფართობი დამუშავდა. რეგიონებში დამონტაჟებულია, 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 21 873,90 ჰა ფართობზე განხორციელდა. სოფლების ტერიტორიებზე, განთავსდა 3 074 ცალი ფერომონი.