შეხვედრა ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან

შეხვედრა ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები , ბადრი პაპავა და ლაშა კაკრიაშვილი, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კოორდინატორთან - ელენე კრავცოვასთან ერთად, ახალგაზრდების საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

 ახალგაზრდების საკრებულოს წევრებმა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ არსი შეისწავლეს და შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. დაიგეგმა ვიდეორგლოების გადაღება, მოსახლეობაში გასვლა და მათი სრული ინფორმირება „სამოქალაქო ბიუჯეტთან „ დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

მაჟორიტარებმა ახალგაზრდებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ბრენდირებული ჩანთები გადასცეს საჩუქრად.

პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.