მერმა ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა

მერმა ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს სოფელ ცხუნკურში ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 443 ლარით ფინანსდება .
,,-2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმართულებების მიხედვით მოიცავს საავტომობილო გზების, დასახლებული უბნების, საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი გზების,სანიაღვრე არხების, მგზავრთა მოსაცდელების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლის და გარე განათების სისტემების სარეაბილიტაციო -მოწყობის სამუშაოებს''- აცხადებს ბატონი გრიგოლ იოსელიანი