საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „წყალტუბოს განვითარებისათვის“ შექმნის, შემადგენლობის, ფრაქციის პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ.

აგრეთვე, კომიის წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.