საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

7 აგვისტოს 13:00 საათზე   წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში, (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა შემდეგი  დღის წესრიგით:   

 

 

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის  წესით  სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, თანხმობის  გაცემის  თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

2. შპს „მაგთიკომი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N27–ში (საკ.კოდი N29.08.34.107) მდებარე რკინის კონსტრუქციის (ანძა) და მის მიმდებარედ 2.0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

3. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა4–ის მიმდებარედ N29.00.637 საკადასტრო კოდზე მდებარე 14 ცალი და 26 მაისის ქუჩის მიმდებარედ N29.00.636 საკადასტრო კოდზე მდებარე 15 ცალი გარე განათების ბოძის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 30 000კვ.მ.  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის (საკ.კოდი 29.16.32.469) სასაფლაოს სტატუსის მინიჭების შესახებ.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/