საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

7 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

რიგგარეშე სხდომის

 

      დ  ღ  ი  ს     წ  ე  ს  რ  ი  გ  ი

                      

       ქ. წყალტუბო                7 აგვისტო, 2019  წელი

15.00 სთ.

 

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „წყალტუბოს განვითარებისათვის“ შექმნის, შემადგენლობის, ფრაქციის პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რომეო ნიჟარაძე/

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რომეო ნიჟარაძე/

3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

/მომხს: ლევან მამაგეიშვილი, თანამომხს: ფიქრია შვანგირაძე/

4. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლისათვის მამია ფანცულაიას სახელის მინიჭების შესახებ, თანხმობის გაცემის თაობაზე.

/მომხს: თენგიზ ნიჟარაძე/

 

5.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის  წესით  სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, თანხმობის  გაცემის  თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

6. შპს „მაგთიკომი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N27–ში (საკ.კოდი N29.08.34.107) მდებარე რკინის კონსტრუქციის (ანძა) და მის მიმდებარედ 2.0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

7.სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა4–ის მიმდებარედ N29.00.637 საკადასტრო კოდზე მდებარე 14 ცალი და 26 მაისის ქუჩის მიმდებარედ N29.00.636 საკადასტრო კოდზე მდებარე 15 ცალი გარე განათების ბოძის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 30 000კვ.მ.  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის (საკ.კოდი 29.16.32.469) სასაფლაოს სტატუსის მინიჭების შესახებ.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/