საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლების შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლების შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ანა ლოჟანიძემ და ნინო იაკობიძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს სახალო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი 2019 წელს გეგმავს განახორციელოს თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივების ანალიზს და მათი გავლენის შეფასებას.

კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკის შეფასებაზე, თუმცა, ვინაიდან ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერული თანასწორობის სხვა ასპექტებთანაც, კვლევა ასევე შეეხება ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის და სხვა საკითხებს.