საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის  აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

 საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „წყალტუბოს განვითარებისათვის“ შექმნის, შემადგენლობის, ფრაქციის პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ.

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

4. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლისათვის მამია ფანცულაიას სახელის მინიჭების შესახებ, თანხმობის გაცემის თაობაზე.

5. მდინარე რიონზე არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ზარათისა და ოფურჩხეთის დამაკავშირებელი უსახელო ხიდისათვის მიხეილ ძოწენიძის სახელის მინიჭების შესახებ.

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის  წესით  სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, თანხმობის  გაცემის  თაობაზე.

7. შპს „მაგთიკომი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N27–ში (საკ.კოდი N29.08.34.107) მდებარე რკინის კონსტრუქციის (ანძა) და მის მიმდებარედ 2.0 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

8. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა4–ის მიმდებარედ N29.00.637 საკადასტრო კოდზე მდებარე 14 ცალი და 26 მაისის ქუჩის მიმდებარედ N29.00.636 საკადასტრო კოდზე მდებარე 15 ცალი გარე განათების ბოძის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 30 000კვ.მ.  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის (საკ.კოდი 29.16.32.469) სასაფლაოს სტატუსის მინიჭების შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელი ფიქრია შვანგირაძე ესწრებოდნენ.