მერმა გაზეთ ,,ახალ წყალტუბოს' რედაქტორს იუბილე მიულოცა

მერმა გაზეთ ,,ახალ წყალტუბოს' რედაქტორს იუბილე მიულოცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს' დაარსებიდან 80 წლის იუბილე, გაზეთის რედაქტორს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს მურთაზ კანკაძეს მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
  -გაზეთი ,,ახალი წყალტუბო’’ 80 წლის გახდა, რასაკვირველია ეს არის დიდი დრო გაზეთის დამკვიდრებისა და პოზიციის გამოხატვისათვის, ის რომ მკითხველი ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა და ელოდება მის გამოჩენას თავისთავად ნიშნავს, რომ გაზეთი შეიყვარეს, სიყვარულის კი იმას უცხადებენ, ვისიც სჯერათ და ვისაც ენდობიან.
  გაზეთი ,, ახალი წყალტუბო’’ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთია, რომელიც მუდმივად ასახავდა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის აქტუალურ მოვლენებს, იყო და არის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის წყარო.
  გაზეთს ჟურნალისტთა მცირერიცხოვანი, მაგრამ პროფესიონალი გუნდი ქმნის, ოპერატიულად მწვავედ აშუქებს ჩვენი ქალაქის პრობლემებს, ყურს უგდებს ქალაქის მაჯისცემას, რაც მთავარია ღირსეულისთვის სითბო და სიყვარული არ ენანება.
  ,,ახალი წყალტუბო' მართალი გაზეთია და ამით ყველაფერია ნათქვამია.
   გილოცავთ 80 წლის იუბილეს, იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ! გისურვებთ სიმხნევეს და ახალ-ახალ წარმატებებს თქვენს მეტად საჭირო, საპასუხისმგებლო და კეთილშობილურ საქმიანობაში'- განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.