გაზეთი

გაზეთი

      67731309_1353880934769035_1676156711485833216_nგაზეთ „ახალი წყალტუბოს“ დაარსებიდან 80 წელი გავიდა, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცენტრალურ ბიბილითეკაში ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მედიის წარმომადგენლები და ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ. ამ დღისთვის გამოვიდა სპეციალური საიუბილეო ნომერი, ფერადი გვერდებით. 
გაზეთს იუბილე ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, მკითხველებმა, გულშემატკივრებმა, ცნობილმა ჟურნალისტებმა მიულოცეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დიდია გაზეთის რედაქტორის მურთაზ კანკაძის ღვაწლი გაზეთის სიცოცხლის შენარჩუნების საქმეში. 
ჟურნალისტმა ალეკო შენგელიამ განაცხადა, რომ უკვე აღარ გამოდის გაზეთი: „ქუთაისი“, „თბილისი“, „სოფლის ცხოვრება“ გაზეთ ,,ახალ წყალტუბოს“ კი დღემდე მოაქვს ჩვენამდე მართალი სიტყვა, აგრძელებს სიცოცხლეს და მკითხველს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეების შესახებ.
გაზეთის რედაქტორს მურთაზ კანკაძეს სამადლობელი სიტყვით მიმართეს და სიმბოლური საჩუქრების გადასცეს საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტებმა: თენგიზ უთმელიძემ, ივანე ჯაფარიძემ, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ გუბაზ მეგრელიძემ. მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალძემ, თეოლოგმა რამაზ იოსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერიის: კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რომა მარგიანმა, პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და სხვებმა.
გაზეთის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპების შესახებ ისაუბრა რედაქტორმა მურთაზ კანაკაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს და მკითხველს დაჰპირდა , რომ გაზეთი „ახალი წყალტუბო“ მომავალშიც იქნება წყალტუბოს მაჯისცემის საიმედო მცველი, სანდო და მიუკერძოებელი.