თათბირი მერის წარმომადგენლებთან

თათბირი მერის წარმომადგენლებთან

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვნელები ესწრებოდნენ. 
  თათბირზე სახელმწიფო პროგრამით სოფლებში ამბულატორიებისა და სკოლების რეაბილიტაციის საკითხებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს. 
  ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი დაავალა. 
თათბირზე განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები, მერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს