8 აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

8 აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

  8 აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, ვიცე-მერი ზურაბ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და ადგილობრივი თვითმმართველბის წარმომადგენლები, ტრადიციულად, დილიდან საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალზე შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დღუპულთა ხსოვნას.
წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა გიორგი ხარაბაძემ სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალი ყვავილებით შეამკო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრგიგოლ იოსელიანმა.
პანაშვიდის შემდეგ მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც 8 აგვისტოს ომზე ფილმის ჩვენება მოეწყო. 
გაიხსენეს ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცები წყალტუბოდან: მამუკა სამაკაშვილი, რომა უგრეხელიძე, მამია ფანცულაია, ფილიპე მგალობლიშვილი. 
„ 8 გავისტოს ომიდან, 11 წლის შემდეგაც, ისევ ღია გვაქვს იარები, ქედს ვიხრი იმ ვაჟკაცების სული წინაშე , ვინც იბრძოდა და თავი გაწირა სამშობლოს ერთიანობისთვის. 8 აგვისტოს ომი უდიდესი ტკივილია საქართველოს ისტორიაში, დიდება ჩვენი გმირების წმინდა სულებს,“ - განაცხადა შეხვედრაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა 22 წლის გმირის, მამუკა სამაკაშვილის დედა, მზია სამაკაშვილი. გმირების ისტორიები გაიხსენეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა ლილი გელენიძემ, სულიკო იოსელიანმა, ქალაქის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ. შეხვედრა იყო ცრემლიანი, ტკივილიანი და მომავლის იმედით სავსე. 
ღონისძიება ა(ა)ი.პ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის'' ორგანიზებით ჩატარდა.
 
8 აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.