მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მისი თავმჯდომარის ზურაბ ჯანელიძის მუშაობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლისა და აქტიურობისთვის.
  მერმა ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მანანა ჩიხლაძე წარადგინა. სამოქალაქო საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით დაადასტურეს მხარდაჭერა.
 სამოქალაქო საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და პრობლემები, იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 4 წელია რაც მოქმედებს, საბჭოს თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ, მის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მეწარმე იურიდიული პირების და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები შედიან.
  საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების, გეოგრაფიული ობიეტების სახელდების შესახებ წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები ს განხილვა.