სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

    მიმდინარე წლის 19 აგვისტოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. მაღლაკის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში დაგეგმილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი (ავტოქარხანა) - ხონი-სამტრედიის ს/გზის 9+160 კმ-ზე მდ. გუბისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. 
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/15828)