სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 13.00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. მაღლაკის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში დაგეგმილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ავტოქარხანა) - ხონი-სამტრედიის ს/გზის 9+160 კმ-ზე მდ. გუბისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 

(იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/15828).