წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალი შენობა შენდება

წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალი შენობა შენდება

  წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა შენდება, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
,,მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრმა იმუშაოს იზოლირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში, მედიკოსებს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო და აპარატურა’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 3- ბრიგადიანი შენობა, თამარ მეფის ქუჩაზე შენდება. სამუშაოების ღირებულება 262 452 ლარია.
ორგანიზაცია ემსახურება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 56 000 ადამიანს შეადგენს