წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შინდისი გმირების მემორიალთან

წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შინდისი გმირების მემორიალთან

დღეს შინდისის ბიჭების ტრაგედიიდან ზუსტად 11 წელი გავიდა. 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, ვიცე--მერი ზურაბ მაისურაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ შინდისში დაღუპულთა მემორიალზე იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. 
"11 წლის წინ ღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულის ბიჭები უთანასწორობრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელთა ასეულთან, ერთ საათიანი განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად 17 ქართველი მებრძოლი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ზუსტად ამ ადგილას მოკლეს ჩვენი გმირი მეომრები. დიდება და პატივი ჩვენს გმირებს"- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
აღსანიშნავია, რომ შინდისის გმირების მემორიალზე რამდენიმე წლის, წინ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა ახალაძის ინიციატივით წყალტუბოს ხეივანი გაშენდა.