გზის დაგების სამუშაოები გრძელდება

გზის დაგების სამუშაოები გრძელდება

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში N12 და N13 საცხოვრებელ კორპუსების ეზოებში გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. 
   რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის წილობრივი მონაწილოებით, ბეტონის გზის სამუშაოებისთვის 95 822 ლარი იხარჯება.
სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. 
   მერმა და მერის მოადგილემ სამუშოების ხარისხი და მიმდინარეობის ვადები ადგილზე შეამოწმეს. 
გრიგოლ იოსელიანი დღეს ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ბინების მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ყოფით პრობლემებზე ისაუბრეს და მერს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.