თათბირი მერის წარმომადგენლებთან

თათბირი მერის წარმომადგენლებთან

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მერის წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა, რომელსაც პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
   თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტები, მიწის ნაკვეთების აღიარებასთან, სამშენებლო სამართალდარღვევათა ახალ რეგულაციებთან, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემების ქსელის გაძლიერების მიზნით გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს .
   მერის წარმომადგენლებმა სახალხო დღესასწაულის - „შემოდგომის წყალტუბოსთან’’ მიმართებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ იმსჯელეს.