წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დროებითი შრომითი მიგრაციის პროგრამის, მიგრაციისა და განვითარების პორტფოლიოს მენეჯერს ნათია კვიციანსა და მიგრაციის შრომის ბაზრის ექსპერტს ციური ანთაძეს შეხვდა. 
   საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერის რწმუნებულებს საინვესტივიო შესაძლებლობების გზამკვლევი გააცნეს. 
  "ქვეყნის და ადგილობრივი განვითარების დაჩქარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების მოზიდვას. ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია არსებული შესაძლებლობების შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობა და პონტენციური ინვესტორისთვის მისი ხელმისაწვდომობა. ჩვენი გზამკვლევის შემუშავების მიზანია დაეხმაროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მარტივი გასაგები ენით აღწერონ მათ ტერიტორიაზე არსებული რესურსები, რომელთა გამოყენება დამატებით ინვესტირებას საჭიროებს“ - აღნიშნა ნათია კვიციანმა.