ჩატარდა სულიკო ნიქაბაძის სახელობის ტურნირი

ჩატარდა სულიკო ნიქაბაძის სახელობის ტურნირი

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, წყალტუბოში, ქალაქის საპატიო მოქალაქის, დამსახურებული სპორტსმენის სულიკო ნიქაბაძის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა.
   ტურნირში მონაწილეობას იღებდა მუნიციპლიტეტის სოფლების: გვიშტიბის, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, გეგუთის, საყულიისა და პატრიკეთის სამოყვარულო გუნდები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საყულიის და მაღლაკის გუნდები,   სულიკო ნიქაბაძის ტურნირის გამარჯვებული მაღლაკის გუნდი გახდა,  რომელმაც ანგარიშით - 5: 2  დაამარცხა მოწინააღმდეგე. 
    გამარჯვებულებს თასი და მედლები წყალტუბოს მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა გადასცა. 
სულიკო ნიქაბაძის სახელობის ტურნირი ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. სამწუხაროდ, წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბატონი სულიკო ტურნირის ფინალს ვერ დაესწრო.