საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 3 საკითხი განიხილეს.

კერძოდ, დეპუტატებმა იმსჯელეს “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბერის N 70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.

კომისიის წევრებმა ასევე,  განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

გარდა ამ საკითხებისა, კომისიამ იმსჯელა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სხდომას  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი თამარ შვანგირაძე და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ყურაშვილი ესწრებოდნენ.