საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მამაგეიშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში   მერიის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელმა ფიქრია შვანგირაძემ წარუდგინა.

ასევე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.