საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი 11 საკითხი განიხილეს:                         

1. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“-ს მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36 7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36 8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

5. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ორი წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,  ქალაქ წყალტუბოში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის პირველ შესახვევში არსებული 6 (ექვსი) ცალი გარე განათების ბოძის (ს/კ 29.00.639) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მუნიციპალიტეტის მერის №31/4610, 13/08/2019 წ.  წერილით წარმოდგენილი).

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მუნიციპალიტეტის მერის №31/4755, 19/08/2019 წ.  წერილით წარმოდგენილი).

8. ქალაქ წყალტუბოში რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული შენობის (საკ. კოდი №29.08.34.014) პირველ სართულზე განთავსებული 16.7 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესახებ.

10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 აგვისტოს №31/4634 წერილის განხილვა, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №27-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებულ შენობაში (საკ. კოდი №29.08.34.107) განთავსებული 21.32 კვ.მ. საოფისე ფართის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ფიზიკური პირი ირინა ადეიშვილისათვის  გადაცემის შესახებ.

11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ქვიტირში მდებარე ნატო მიქაძის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.33.035) ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) შეთანხმების შესახებ.

დეპუტატების შეკითხვებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა მარეხი კანკაძემ უპასუხა.