წყალტუბოში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

წყალტუბოში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

    ქალაქ წყალტუბოში, ქალაქის ქუჩებისა და სკვერების კეთილმოწყობის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. 
   მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კოსტავასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გაიწმინდა სანიაღვრე არხები, რომლებიც უხვი ნალექის დროს მუდმივად იტბორებოდა. შპს ,,სანტექსერვისის’’ იმერეთის სერვისცენტრის მენეჯერის მამუკა ხიტირის თქმით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მოხდა სანიაღვრე არხების დაგროვილი შლამისა და სხვა ნარჩენებისაგან გაწმენდა. 
   შესრულებული სამუშაოების შედეგად ნალექის დროს მოიხსნება აღნიშნული ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება