სარემონტო სამუშაოები სკოლებში 16 სექტემბრამდე დასრულდება.

სარემონტო სამუშაოები სკოლებში 16 სექტემბრამდე დასრულდება.

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დათვალიერა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლების სამუშაოების მონიტორინგს წყალტუბოს მერი და მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. 
ამჯერად დაათვალიერეს ქალაქის I, III, IV, საჯარო სკოლები, სოფელ მაღლაკის II საჯარო სკოლა, პატრიკეთისა და ოფშკვითის საჯარო სკოლები.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ტარდება სოფელ მაღლაკის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იხურება შენობა, კეთდება საკლასო ოთახები, ილესება დაზიანებული კედლები. სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში რემონტდება ხუთი საკლასო ოთახი. 
რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, მე-3 საჯარო სკოლაში კეთდება სკოლის შესასვლელი კიბე, რემონტდება სპორტის დარბაზი და ორი საკლასო ოთახი. N I საჯარო სკოლაში წესრიგდება სსმ ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები. IV სკოლაში რემონტდება ორი საკლასო ოთახი და საპირფარეშოები.სოფელ მეორეუბნის სკოლას, რომელიც III სკოლის ფილიალია ეცვლება სახურავი.
„ჩვენთვის პრორიტეტი არის ის რომ მოსწავლემ სკოლაში კომფორტულად იგრძნოს თავი. ახლა მთავარია, სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში, სადაც რემონტი მომდინარეობს, ძირითადი სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წელს, სულ 15 სკოლა რემონტდება. ამ დროისთვის დასრულებულია სოფელ ყუმისთავისა და სოფელ რიონის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
 
სარემონტო სამუშაოები სკოლებში 16 სექტემბრამდე დასრულდება.