ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შემოსული იყო შემდეგი  9 საკითხი:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 სექტემბრის #31/5138 წერილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 სექტმებრის #31/5136 წერილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლიებების შეტანის თაობაზე.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 სექტემბრის #31/5140 წერილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ (ს/კ 421268014) შეცვლისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ (ა/კ) 421268014) წესდების მიღების თაობაზე.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 სექტემბრის #31/5141 წერილი ა(ა)იპ „წყალტუბო არენას“ საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

აღნიშნული საკითხები შესაბამის კომისიებს გადაეცათ განსახილველად.