საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ სახელწოდების შეცვლისა და ა(ა)იპ „წყალტუბო არენას“ წესდების მიღების საკითხი.

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე, იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთის დამტკიცების შესახებ.  

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი თამარ შვანგირაძე და ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ დირექტორი ამირან ვარდანიძე ესწრებოდნენ.