ბიუროს რიგგარეშე სხდომა

ბიუროს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე ბიუროს  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე:

1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24  დეკემბრის N66  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერიის  საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის  პირთა და სხვა  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის  შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის   N52  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,საფეხბურთო კლუბი სამგურალის’’ (ს/კ 421268014) სახელწოდების შესცვლისა და ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა’’-ს (ს/კ 421268014) წესდების მიღების შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,წყალტუბო არენა’’-ს საშტატო  ნუსხისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების შესახებ,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ.