საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ხელაძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

კერძოდ, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ სახელწოდების შეცვლას და ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“  წესდების მიღების, საშტატო ნუსხსისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების საკითხს.

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში.

ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერიის  საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის  პირთა და სხვა  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის  შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის   N52  დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე,  სოფელ ქვიტირში მდებარე ნატო მიქაძის  კერძო  საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთზე  (საკ. კოდი N29.12.33.035) ახალი კერძო  სასაფლაოს  გახსნის (მოწყობის) შეთანხმების  შესახებაც იმსჯელეს.