სოფელ საჩხეურის მცირეკონტიგენტიან სკოლას იმერეთის გუბერნატორი ესტუმრა

სოფელ საჩხეურის მცირეკონტიგენტიან სკოლას იმერეთის გუბერნატორი ესტუმრა

  2019-2020 ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. წელს მუნიციპალიტეტში 456 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.
  ყველაზე ცოტა მოსწავლე მაღალმთიანი სოფლის საჩხეურას არასრულ საბაზისო სკოლაშია, სადაც სულ ხუთი ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში მხოლოდ 2 მოსწავლე იყო რეგისტრირებული.
  სწორედ ამ სკოლაში მიულოცა ახალი სასწავლო წელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოსწავლეებსა და პედკოლექტივს.
 საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა. სხვადასხვა წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ ეტაპობრივად ტარდებოდა.