«ახალი სასწავლო წელი წყალტუბოში».

«ახალი სასწავლო წელი წყალტუბოში».

  2019-2020 წლის ახალ სასწავლო წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 456 პირველკლასელი შევიდა სკოლაში.
განხორციელდა 15 სკოლის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ორი ახალი სკოლის მშენებლობა, სოფელ გეგუთსა და ჩუნეშში.
ყველაზე ცოტა- 5 მოსწავლე სოფელ საჩხეურას არასრულ საბაზისო სკოლას, ხოლო ყველაზე მეტი - 85 პირველკლასელი ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქის N1 საჯარო სკოლას ჰყავს.
დღეს სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა. მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ცოტნე ზურაიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაიურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა მიულოცეს.