მუნიციპალურის სერვისების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტებში ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვა - განვითარების პროცესი მიმდინარეობს.

ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში MSDA -ს ბიზნეს ანალიტიკოსი ამანდა ცუცქირიძე იმყოფება. მან უკვე ჩაატარა პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც მერიის, საკრებულოს, და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ამანდა ცუცქირიძემ დეტალურად ისაუბრა სერვისების მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობაზე,
სწავლება მოიცავს ეტაპებს, რომლის მიხედვით დაგეგმილია მერიის და საკრებულოს პირველადი მოკვლევა, სიღრმისეული შეფასება და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე დაფუძნებულ მოდულების დანერგვა.
დასანერგი მოდულებია ადამიანური რესურსების მართვა, ელექტრონული კანცელარია, ონლაინ განცხადებები სივრცითი დაგეგმარება და ინტერაქტიული რუკა და ა.შ.
შეიქნმება ერთიანი სამი ძირითადი პლატფორმა: ონლაინ განცხადებებს მართვის სისტემა ms.gov.ge ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა mm.gov.ge და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა maps.gov.ge.
„ აუცილებელია, რომ საქართველოში დაინერგოს ახალი ელექტრონული სერვისები, რომლითაც ყველა მუნიციპალიტეტი ისარგებლებს და ერთიან სივრცეში უფრო გამარტივებული წესით მოხდება სერვისების შეთავაზება მოქალაქეებისთვის, რაც ბიუროკრატიულ პროცესებს უფრო მოქნილს და მარტივს ხდის. ამ პროგრამით უკვე მუშაობენ თბილისის მუნიციპალიტეტები და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი, პროგრამის დამკვეთია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასატრუქტურურის სამინისტრო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა 25 თვიანი პერიოდით განისაზღვრება,“ - აღნიშნა ბიზნეს ანალიტიკოსმა ამანდა ცუცქირიძემ.