„შემოდგომის წყალტუბო- 2019“ მზადება

„შემოდგომის წყალტუბო- 2019“ მზადება

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში სახალხო დღესასწაულისთვის „შემოდგომის  წყალტუბო- 2019“ მზადება დაიწყო.
   მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდნენ . თათბირზე საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს.
   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წელს „შემოდგომის წყალტუბო“ ორი დღის განმავლობაში 28-29 სექტემბერს გაიმართება.
  „ორივე დღე იქნება დატვირთული სრულად. პროგრამა უკვე ცნობილია, იგეგმება ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გახსნა, სხვადასხვა კულტურული აქტივობები, ოფიციალურად გაიხსნება რეაბილიტირებული შადრევნები, ასევე რესტორანი „მაგნოლია “. 29 სექტემბერს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან, სხვადასხვა სახის გამოფენებთან და პრეზენტაციებთან ერთად ტრადიციულად გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია, სახალხო დღესასწაული დასრულდება გალა კონცერტით, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები: ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და ჯგუფი „ნონსტოპი “ მონაწილოებს, “ - აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრაზე მერის წარმოამდგენლებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ ბალნეოლოგიური წყაროების, სასტუმროების და რესტორნების წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობა კიდევ უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს ხდის სახალხო დღესასწაულს.