დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქცია

  20-22 სექტემბერს საქართველოში საერთაშორისო დასუფთავების კამპანია მიმდინარეობს ეგიდით - „დავასუფთავოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“.
  დღეს კამპანიას შეუერთდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა. მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ -ების თანამშრომლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად წყალტუბოს ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
  აქციის ორგანიზატორები არიან „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.