წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი წყალტუბოელ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაიას შეხვდა და გამარჯვება მიულოცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი წყალტუბოელ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაიას შეხვდა და გამარჯვება მიულოცა

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოელ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკობ ქაჯაიას მწვრთნელთან, დემურ კირტავასთან ერთად შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
  „ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს იაკობ ქაჯაია, ვუსურვებ წარმატებებს, ვულოცავ მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ამ სიხარულის მონიჭებისთვის“ - აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.
იაკობ ქაჯაიას გამარჯვება მიულოცეს მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.
  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იაკობ ქაჯაიას ფულადი ჯილდო გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იაკობ ქაჯაიამ საქართელოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ყაზახეთში იასპარეზა და მედალთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.