წყალტუბოს სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა

წყალტუბოს სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა

 

   მიმდინარე წლის 27 სექტემბერს 11 საათზე დაგეგმილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება. დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას. საჯარო განხილვებზე წამოჭრილი საკითხები ასახული და გათვალისწინებული იქნება სტრატეგიული დოკუმენტების საბოლოო ვერსიებში. 

ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, რვა მუნიციპალიტეტმა (რუსთავი, წყალტუბო, დუშეთი, ბოლნისი, ხონი, ახალციხე, ოზურგეთი, დედოფლისწყარო) აიღო ვალდებულება შექმნას გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ზრდის შუალედური სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სახელმძღვანელო სტანდარტებს 2 წლიან სამოქმედო გეგმებთან ერთად. გაეროს განვითარების პროგრამა UNDP პროექტის ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელწყობა ადგილობრივ დონეზე“  (DGG) ხელშეწყობით წყალტუბოს მერია ახორციელებს ზემოხსენებული ვალდებულების (გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის გაძლიერება მუნიციპალიტეტებში) შესრულებას.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების პროცესი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

1.მუნიციპალური სერვისების შეფასება და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავება;

2.იდენტიფიცირებული სტრატეგიული პრიორიტეტების შეთანხმება და ვალიდიზაცია;

3.სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო დოკუმენტის სამუშაო ვერსიების შემუშავება;

4. სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვები და დამტკიცება.