«შეხვედრა მაღალმთიან სოფლებში».

«შეხვედრა მაღალმთიან სოფლებში».

  სამთავრობო გუნდი მოსახლობასთან შეხვედრებს აგრძელებს. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების: მექვენის, ვანისჭალის, . დერჩის, ჭაშლეთის, დღნორისის, საჩხეურისა და ლეხინდრისთავის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.
მოსახლეობა ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შეშის მოპოვებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხი აწუხებს.
იმერეთის მხარის რწმუნებულის განმარტებით, გზების მოწესრიგება მთელს რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელი და ასევე, შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხიც. რაც შეეხება, ხე-ტყის მოპოვებას, ადგილზე იმყოფებოდა სატყეო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნულ მხარეში ტყე-კაფების სიმწირეზე ისაუბრა. თუმცა, ზვიად შალამბერიძის ჩართულობით, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზის მოძიება დაიწყო.
სოციალური დახმარების თემაზე ლადო კახაძემ გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით, ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს პარლამენტი. უახლოეს მომავალში სოციალური შემწეობის მინიჭების სისტემაში სოფლის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთვებიან.
ღია დიალოგი მოსახლეობასთან, როგორც რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.