ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

  სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისთვის.
წელს ლიტერატურული კონკურსისი მსურველი 6 მოსწავლე აღმოჩნდა. თემატიკა და ფორმა წერის დაწყების წინ გაჟღერდა. წელს მონაწილეებს სრული თავისუფლება ჰქონდა ჟანრში, თუმცა ინპირაცია იყო რამდენიმე საკვანძო სიტყვა რაც შემდგომასთან ასოცირდებოდა.
კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში იყო, ისტორიკოსი, რამაზ (ბაჩო) იოსელიანი, ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი სულიკო სვანაძე, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კუტტურის ცენტრის მმართველოს მოადგილე ლილი გელენიძე, საკრებულოს წევრი თენგიზ ნიჟარაძე.
კონკურში პირველი ადგილი სკოლა ,,ოცნების'' მოსწავლემ, მე-9 კლასელმა ანა ლექვინაძემ დაიკავა. მან წელს ჩანახატი დაწერა. ანა უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ მონაწილეობს ამ კონკურში და როგორც ჟიურის წევრები ამბობენ სრულიად დამსახურებულადაც.
გამარჯვებულის ოფიციალური დაჯილდოვება 29 სექტემბერს - "შემოდგომის წყალტუბოს" დასკვნით საღამოზე გაიმართება. ანა ლექვინაძეს ფასიანი საჩუქარი გადაეცემა.
"შემოდგომის წყალტუბო 2019" ორგანიზატორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.