წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამთავრობო გუნდი მოსახლობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამთავრობო გუნდი მოსახლობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამთავრობო გუნდი მოსახლობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ადგილობრივებთან ერთად ხდება პრიორიტეტების გამოვლენა, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა. საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო კახაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და ცხუნკურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლატავრა ბენდელიანი ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხუნკურის, ყუმისთავისა და ჩუნეშის მოსახლეობას შეხვდნენ.
ღია დილოგის რეჟიმში ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზიფიცირების, შეშის მოპოვების, სასმელის წყლის ქსელის მოწესრიგების, ინტერნეტით უზრუნველყოფისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხები გამოიკვეთა.
-,,მოსახლეობის ჩართულობით, მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მოხდება ყველა პროექტის განხორციელება, ყოველთვის ვიქნებით ხალხის გვერდით და ვეცდებით უმტკივნეულოდ ოპერატიულად გადავჭრათ მათ მიერ დასმული ყველა საკითხი.- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს მოსახლობის მიერ დასმულ შეკითხვებს და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.