საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ (ს/კ 421271670) და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ (ს/კ 421268023) რეორგანიზაციის (შერწყმის) დაწყების თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ, გადაიდო შემდგომი განხილვისა და დაზუსტების მიზნით.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე,  დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2019 წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

დეპუტატებმა  განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხი.