საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ  გადაიდო.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 აგვისტოს №31/4949 წერილის შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სოფელ ბანოჯის მოსახლეობის წერილებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საზღვრის შეცვლის თაობაზე.

ასევე, დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე  განიხილეს  ამავე კომისიის 2019 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმა.