საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ასევე, კომისიამ განიხილა ამავე კომისიის 2019 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმა.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ხელაძე და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა თედორაძე ესწრებოდნენ.