ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24  დეკემბრის N66  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის   მიერ  2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სპორტული კლუბების  გაერთიანების’’ სახელფასო განაკვეთში  ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

4.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრი’’-ს  მიერ 2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

5.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კომისიების 2019 წლის IV  კვარტლის  სამუშაო გეგმების დამტკიცების შესახებ.                                    

6.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის IV კვარტლის  სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.                   

7.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  27 სექტემბრის სხდომის დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ.