საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

ყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის შესაბამისი სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის და ასევე, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2019 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლიბების შესახებ.

 გარდა ამისა, დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხზე.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმა.