«შეხვედრა ლატვისა და პოლონეთის დელეგაციებთან».

«შეხვედრა ლატვისა და პოლონეთის დელეგაციებთან».

წყალტუბოს მუნიპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქალაქ სალდუსისა ( ლატვია) და იუნიეჟოვის (პოლონეთი) მერები და
დელეგაციები მიიღო, უცხოელი სტუმრები წყალტუბოში სახალხო დღესასწაულზე ,,შემოდგომის წყალტუბო'' დასასწრებად ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე, ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშილი და ა(ა)იპ ,,ტურიზმის განვითარების ცენტრის'' მმართველი სალომე ქუთათელაძე ესწრებოდნენ.